რატი ბრეგაძე - მსჯავრდებულ სააკაშვილის ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი, მათ შორის ჯანმრთელობის უფლება
მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თამამად შეიძლება, ითქვას, რომ მისი ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი, მათ შორის ჯანმრთელობის უფლება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება კერძო კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე თუ ვინმე გადაწყვეტს საუბარს, ეს უნდა იყოს ექიმი. ჯერჯერობით „ემპათიას“ არ აქვს დადებული რაიმე სახის პასუხი. რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაყვანას, მსჯავრდებული, პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოში პენიტენციურ დაწესებულებაში, თუკი მსჯავრდებულს სურვილი აქვს მკურნალობა გააგრძელოს საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს ის მსჯავრდებული, ამ შემთხვევაში არსებობს სასჯელის გადავადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების მექანიზმი, რაც არ შედის იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობაში. ჩვენი კომპეტენცია მდგომარეობს იმაში, რომ აღვასრულოთ სასჯელი. ჩვენთან არც ერთი პატიმარი არ იმყოფება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.