რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, შეიქმნა ექიმთა ჯგუფი, რომლის ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად სააკაშვილის თანხმობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, შეიქმნა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი.
მისი თქმით, ექიმების ჯგუფის ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს ყველა წინამორბედს 2012 წლიდან და თითოეულ თანამშრომელს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ემსახურება პატიმრის უფლებების დაცვას. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ იუსიტიის სამინისტროს თხოვნას. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი ინტერესი მდგომარეობს უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვაში.
დღევანდელი შეხვედრის შედეგად, ჩვენ შევჯერდით, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ერთმანეთს საჭიროემისამებრ რეგულარულად გავუზიარებთ ინფორმაციას. ასევე, სახალხო დამცველს ეთხოვა, განახორციელოს უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი და ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა. მადლობა მინდა, გადავუხადო ეკატერინე ტიკარაძეს, რომელმაც დღეს შეკრიბა ექიმები და ბუნებრივია, ექიმების ჯგუფის ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.