რატი ბრეგაძე - კონკრეტულად, რა იწვევს ჯანმრთელობაზე დადებით თუ უარყოფით შედეგს, როგორც არაექიმს, პასუხი გამიჭირდება, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ სააკაშვილი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ელექტროსიგარეტს ეწევა.
რატი ბრეგაძეს დღევანდელ ბრიფინგზე კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს ეწევა დიდი რაოდენობით ელექტროსიგარეტს, „როგორც ცნობილი გახდა, დაახლოებით 300-მდე ელექტროსიგარეტი მოიხმარა, ამან ხომ არ გამოიწვია მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა?“
მინისტრმა აღნიშნა: „კონკრეტულად, რა იწვევს ჯანმრთელობაზე დადებით თუ უარყოფით შედეგს, ამაზე მე, როგორც არაექიმს, პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა ეგ ინფორმაცია შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს“.
დღეს რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს სთავაზობს, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთოს მის მკურნალობაში.