რატი ბრეგაძე - ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, როგორი იქნება ხელისუფლება, უმრავლესობას მოიპოვებს ერთი პარტია, თუ რამდენიმე, ყველაფერი იქნება ამომრჩევლების ნების შესაბამისად
ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, როგორი იქნება ხელისუფლება, უმრავლესობას მოიპოვებს ერთი პარტია თუ რამდენიმე, შეიქმნება თუ არა კოალიცია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ France 24-თან მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა: „2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები, შესაძლოა, ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან. დემოკრატიული არჩევნები თუ გვექნება, საშუალებას მისცემს, წარმოიშვას ახალი კოალიცია“.
რატი ბრეგაძის თქმით, ყველაფერი ქართველი ამომრჩევლების ნების შესაბამისად იქნება.
„2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა დააფიქსირებს თავის პოზიციას და ყველაფერი იქნება ჩვენი ამომრჩევლების ნების შესაბამისად“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.