რატი ბრეგაძე - კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს გაწეული შრომა და შეფასებები
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება და ქვეყანა სტატუსს მიიღებს.
„საერთოდ ნუ ფიქრობთ ნეგატიურ სცენარზე. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, გაიღიმეთ. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გულითადად გაიღიმებთ, როდესაც გაიგებთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო“, – განუცხადა რატი ბრეგაძემ მედიის წარმომადგენლებს.
კითხვაზე, – „რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს?“ – რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს „გაწეული შრომა და შეფასებები“.