რატი ბრეგაძე - იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო პროექტები გამოხატულებაა, თუ როგორ არის ინტეგრირებული დღევანდელი სახელმწიფო საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან
რატი ბრეგაძე - იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო პროექტები გამოხატულებაა, თუ როგორ არის ინტეგრირებული დღევანდელი სახელმწიფო საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო პროექტები გამოხატულებაა, თუ როგორ არის ინტეგრირებული დღევანდელი სახელმწიფო საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან“.

„იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ორმხრივი სამართლებრივი ფორუმების პრაქტიკა, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა იურისტებისათვის, გაუზიარონ ცოდნა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ჰქონდეთ ერთმანეთის შესახებ მეტი ინფორმაცია და მჭიდრო ადამიანური კონტაქტები. მათში მონაწილეობენ სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

უახლოეს პერიოდში გაფორმდება აშშ-თან საერთაშორისო ხელშეკრულება ექსტრადიციის საკითხებზე, რის შემდეგაც აშშ-დან საქართველოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადიციის განხორციელება გახდება შესაძლებელი.

რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.