რატი ბრეგაძე - იუსტიციის სახლში გავხსნით სამართლის ისტორიის ჰოლოგრამულ მუზეუმს, რომელსაც მსოფლიოში ნამდვილად არ აქვს ანალოგი
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, მინისტრთა საათის“ ფორმატში გამოსვლისას სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმის გახსნის შესახებ ისაუბრა.
„სულ ცოტა ხანში ჩვენ გავხსნით იუსტიციის სახლში სამართლის ისტორიის ჰოლოგრამულ მუზეუმს, რაც, თავის მხრივ, არის უნიკალური და ნებისმიერ მნახველს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია სამართლის ნებისმიერ ძეგლზე, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში. ასევე, იქნება შესაძლებლობა, გაეცნონ მსოფლიოს სამართლებრივ ისტორიას. ეს იქნება უნიკალური მუზეუმი, რომელსაც მსოფლიოში ნამდვილად არ აქვს ანალოგი სამართლის კუთხით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.