რატი ბრეგაძე - იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი ფართოვდება, რის შედეგადაც მთელ საქართველოში 130 იუსტიციის სახლი გვექნება
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2024 წელს აქტიურად გაგრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა და, შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლის 130 ფილიალი მოემსახურება მოქალაქეებს.
„ფართოვდება იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი და დასრულდება იუსტიციის სახლების მშენებლობა თბილისში, ვგულისხმობ გლდანის ფილიალს, ხაშურში, სამტრედიაში, თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში, ცაიშში, ზოტში, ტოლებში, შროშასა და ჭალაში. შედეგად, ჩვენ გვექნება 130 იუსტიციის სახლი მთელ საქართველოში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.