რატი ბრეგაძე - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროპელი კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები აუცილებლად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუხარდება, უპირველესად, ქართველ ხალხს
ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები აუცილებლად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუხარდება, უპირველესად, ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
კითხვაზე, ევროკომისიამ უნდა წარადგინოს შუალედური დასკვნა და როგორი მოლოდინი აქვს ქართულ მხარეს, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს და ქართველ ხალხს აუცილებლად დაუფასდებათ ის ძალისხმევა, რომელიც მათ გაიღეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის.
„მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს სახელმწიფოს და, პირველ რიგში, ქართველ ხალხს აუცილებლად დაუფასდება ძალისხმევა, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. რამდენი სიცოცხლე შესწირეს ჩვენმა ჯარისკაცებმა საქართველოს დასავლურ არჩევანს, ავღანეთიდან დაწყებული და ბევრი სხვა მისიით დასრულებული, ასევე, მთელი ის ცვლილებები, რომლებიც გაატარა ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება სათანადოდ შეფასებული და დაფასებული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ, მათ შორის, ჩვენი ევროპელი კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები აუცილებლად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუხარდება, უპირველესად, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ამასთან, კითხვაზე, დღეს უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური მოხსენება, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი რომ 12 რეკომენდაციიდან 25 პროცენტია მხოლოდ შესრულებული, არ არის შესრულებული მედიაპლურალიზმი, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, რატი ბრეგაძემ აღნიშნა: „საქართველოში დღეს რომ მედია არის თავისუფალი, არასოდეს ყოფილა ასეთი თავისუფალი“.