რატი ბრეგაძე - გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამართლებრივ უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
„გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზის და საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში საქმის წარმოების მიმართულებით.
შედეგად, სამართლებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული ღონისძიებების ეფექტიანობის დონე კიდევ უფრო მეტად ამაღლდება, ასევე, გაგრძელდება საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის პროცესი, რის შედეგადაც, ერთგვაროვანი საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა გაუმჯობესებული სისტემატიზაცია კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ჩვენი მოსახლეობისთვის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იურისტებისთვის საჭირო სამართლებრივ ინფორმაციაზე წვდომას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.