რატი ბრეგაძე - ექიმების რეკომენდაცია როცა იქნება, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში
ექიმების რეკომენდაცია როდესაც იქნება, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
„დანარჩენზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა. მე სიხარულით შემიძლია გამცნოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესებულია. ადრეც გიკითხავთ და ახლაც გავიმეორებ, რომ ექიმების რეკომენდაცია როდესაც იქნება, აუცილებლად დაბრუნდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.