რატი ბრეგაძე - ექიმების დასკვნა როდესაც იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულად განკურნებულია და შესაძლებელია მისი გადაყვანა, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას
ექიმი როდესაც გვეტყვის, რომ შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ის გამოჯანმრთელდა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა, სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტებით.
„ადამიანს თუ სჭირდება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას იღებს კერძო კლინიკა „ვივამედში“, როდესაც იქნება ექიმების შეაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია ამ ადამიანის გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია, მიღებული იქნება შესაბამისი გადაყვეტილება.
მკურნალობაზე პასუხისმგებელი არის ექიმი, ჩვენ – არა, ჩვენ არ ვართ ექიმები. როდესაც ექიმი გვეტყვის, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის გადაყვანა, ის გამოჯანმრთელდა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამ ეტაპზე ეს ადამიანი გადის მკურნალობის კურსს და მოვუწოდებთ როგორც უშუალო მსჯარდებულ საკაშვილს, ასევე მისი ოჯახის წევრებს და მხარდამჭერებს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ამ ადამიანს, რომ ის სრულად დაემორჩილოს სამედიცინო რეკომენდაციებს და უმოკლეს ვადაში გამოჯანმრთელდეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.