რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ლევან დავითაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაცია არის ჭორი და არ შეესაბამება სინამდვილეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
რატი ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს: ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთში ვიზიტისას ლევან დავითაშვილსა და ვლადიმერ პუტინს შორის შედგა შეხვედრა და რამდენად მისაღებია ეს ყველაფერი? იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა: „რაიმე სახის შეხვედრაზე ყოფნა ლევან დავითაშვილისა ვლადიმერ პუტინთან, რასაც თქვენ ბრძანებთ, არის ჭორი, არ შეესაბამება სინამდვილეს“.
კითხვაზე, რამდენად მისაღებია, რომ ერთად ვახშმობდნენ დავითაშვილი და პუტინი და ასეთ ვითარებაში თავად როგორ მოიქცეოდა, ბრეგაძემ განაცხადა: „ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე მოვიქცეოდი ეტიკეტის შესაბამისად“.