რატი ბრეგაძე - 2012 წლამდე პენიტენციურ დაწესებულებაში სისტემური ხასიათი ჰქონდა ადამიანთა წამებას, ეს იყო დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე, ამ სირცხვილს ვერ ჩამოირეცხავთ
ადამიანებს აბამდნენ მიცვალებულებს, პირში უთავსებდნენ სპეციალურ მოწყობილებას, რომ ხმის ამოღება არ შესძლებოდათ; ცემა ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო; ე.წ. კარანტინი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 2012 წლამდე ციხეებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას პარლამენტში განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სისტემური ხასიათი ჰქონდა ადამიანთა წამებას, ოჩიგავას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაა დადასტურებული.
„ქართულ სასამართლოს თუ არ ენდობით, იმედია, სტრასბურგის სასამართლოს ენდობით. ამას ვერ ჩამოირეცხავთ, ეს იყო დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.