რატი ანდრონიკაშვილმა „ვეფ რიგაში“ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი გამართა #1TVSPORT
ლატვიის „ვეფ რიგაში“ გადასვლის შემდეგ პირველი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა რატი ანდრონიკაშვილმა. მისმა გუნდმა ბერძნულ აეკ-ს უმასპინძლა და 69:80 დამარცხდა.
რატის საკმარისი სათამაშო დრო ერგო: 24 წუთში 6 ქულა და 2-2 პასი-მოხსნა-ჩაჭრა მოაგროვა. 19 ქულით მის გუნდში საუკეთესო ჰარისონ ქლირი იყო, აეკ-ის გამარჯვება კი გამოცდილმა ლიეტუველმა მინდაუგას კუზმინსკასმა განაპრობა, რომელმაც ასევე 19 ქულა ჩააგდო.
3 ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფს აეკ-ი ლიდერობს. მეორეა „ვეფ რიგა“, რომელსაც 1 მოგება აქვს და მომდევნო მატჩს კი 13 ნოემბერს ათენში აეკ-ის წინააღმდეგ გამართავს.