რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სუს-ში რამდენიმე პირი გამოკითხეს
რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სუს-ში რამდენიმე პირი გამოკითხეს

რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სუს-ში რამდენიმე პირი გამოკითხეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი. უსაფრთხოების სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ თამაზ ნავერიანმა აღნიშნა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს, თუ რა კითხვები დაუსვეს გამომძიებლებმა. მისივე თქმით, მან საქმის გაუთქმელობაზე მოაწერა ხელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაცია სუს-ის ფეისბუქგვერდზე 30 მაისს გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტი ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რომ საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.