„რაშა თუდეისა“ და „სპუტნიკს“ ბრიტანეთში მედიის თავისუფლების შესახებ კონფერენციის გაშუქების უფლებას არ მისცემენ
რუსულ არხებს, „რაშა თუდეისა“ და „სპუტნიკს“ ბრიტანეთში, მედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილი კონფერენციის გაშუქების უფლებას არ მისცემენ.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ რუსული არხები „რაშა თუდეი“ და „სპუტნიკი“ ძირითადად დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 60 მინისტრი და 1 000 ჟურნალისტი, მათ შორის უცხოელი ჟურნალისტებიც. კონფერენციის ორგანიზატორი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ უკვე მიმართა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. რუსეთი ბრიტანეთს პირდაპირ პოლიტიკურ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.