რასელ ქროუს მონაწილეობით ახალი ფილმის ფოტოები გავრცელდა
რასელ ქროუს მონაწილეობით ახალი ფილმის ფოტოები გავრცელდა

ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს მფლობელი მსახიობის, რასელ ქროუს მონაწილეობით ახალი ფილმის ფოტოები  ვრცელდება.

ახალ ზელანდიელი მსახიობი „შოუთაიმის“ ახალ სერიალში გადაიღეს. ქროუ Fox News-ის ყოფილი უფროსის, როჯერ აილსის როლს ასრულებს.

ფილმი როჯერ აილსისა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტის, მეგან კელის ურთიერთობაზე უყვება მაყურებელს. აღსანიშნავია, რომ სწორედ კელიმ დაადანაშაულა როჯერ აილსი სექსუალურ შევიწროებაში.