რასა იუკნევიჩენე​ - საქართველოს ყოველთვის აქვს მხარდაჭერა და ჩემგანაც ექნება, მაგრამ ქვეყანამაც უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს, იყო ევროპელი, განსაკუთრებით მთავრობამ
რასა იუკნევიჩენე​ - საქართველოს ყოველთვის აქვს მხარდაჭერა და ჩემგანაც ექნება, მაგრამ ქვეყანამაც უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს, იყო ევროპელი, განსაკუთრებით მთავრობამ

საქართველოს ყოველთვის აქვს მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა ექნება ჩემგანაც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქვეყანამაც უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს, იყო ევროპელი, განსაკუთრებით მთავრობამ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩენემ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი თითოეული ქვეყანა იქნება შეფასებული ინდივიდუალურად. როგორც რასა იუკნევიჩენე ამბობს, ეს პროცესი ერთ დღეში არ დასრულდება.

„600-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას იმ ჩანაწერით, რომ ევროპულმა საბჭომ უნდა დაიწყოს დისკუსიები უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე და რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებზეც. რასაკვირველია, საქართველოს ყოველთვის აქვს მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა ექნება ჩემგანაც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქვეყანამაც უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს, იყო ევროპელი, განსაკუთრებით მთავრობამ. ეჭვი არ მეპარება ქართველ ხალხში, მაგრამ ეჭვები მაქვს არსებული ხელმძღვანელობის მიმართ. მათი ქმედებები ყოველთვის არ არის ევროპული. რასაკვირველია, მხარს დავუჭერ საქართველოს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის პროცესი, რომელიც ხვალვე არ დასრულდება და ეს ნიშნავს, რომ თითოეული ქვეყანა იქნება შეფასებული ინდივიდუალურად“, – განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.