„რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა, რომელიც 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო
„რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა, რომელიც 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ახალი თარიღი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას უხელმძღვანელებდა, რომელშიც პირველად უნდა მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბაიდენმა გერმანიაში ვიზიტი ქარიშხალ „მილტონის“ გამო გააუქმა. ამასთან, ქარიშხალ „მილტონის“ გამო „რამშტაინის“ შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც არ დაესწრება.