რამდენიმედღიანი კლების შემდეგ, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა
გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსი 1 284 ადამიანს დაუდასტურდა. გუშინ ეს მაჩვენებელი 947 იყო, ხოლო 5 მაისს 680.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა 166 091 ადამიანს.
ბოლო 24 საათში ვირუსს გერმანიაში 123 ადამიანი ემსხვერპლა. სულ „კოვიდ-19“-ის შედეგად გამოწვეული გართულებებით ქვეყანაში 7 119 ადამიანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ძალაში 5 ივნისამდე დარჩება, თუმცა კარანტინის რეჟიმი ეტაპობრივად შემსუბუქდება.