რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ Chicken Run -ის მეორე ნაწილს გადაიღებენ
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და წარმატებული ანიმაციის, Chicken Run -ის მეორე ნაწილს გადაიღებენ. ინფორმაცია ანიმაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
რეჟისორები კვლავ პიტერ ლორდი და ნიკ პერკი იქნებიან.
Chicken Run-ის პირველი ნაწილი 2000 წელს გამოვიდა და გაქირავებით 225 მილიონ დოლარზე მეტი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ანიმაციის გაგრძელებაზე მუშაობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გასულ წელს ინტერნეტსივრცეში ფილმის მეორე ნაწილის გადაღების მოთხოვნით პეტიცია გამოჩნდა.