რამდენიმე ევროპარლამენტარმა სანქციებთან დაკავშირებით რეზოლუციაში შესწორებები მოამზადა
რამდენიმე ევროპარლამენტარმა სანქციებთან დაკავშირებით რეზოლუციაში შესწორებები მოამზადა

ევროპარლამენტარების, ანა ფოტიგას, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის, ასიტა კანკოს ავტორობით ევროპარლამენტის რეზოლუციაში მომზადდა შესწორება, რომელიც მოიცავს შეშფოთებას „იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ რუსი ხალხი და ორგანიზაციები სავარაუდოდ იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის“, მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლოს ეს ცნობები.

„კერძოდ, კონკრეტული სხვადასხვა ანგარიში, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირებზე. თუ ეს ცნობები დადასტურდა, მოუწოდებს მისი და მისი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ“, – აღნიშნულია ტექსტში.

ამასთან, შესწორება, რომლის ავტორია იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, შეიცავს მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორებისადმი: „დააწესონ სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ მის მიერ საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შესრულებული როლისთვის“.

რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიაში, რომლის ავტორებიც არიან იაცეკ სარიუშ-ვოლსკი და ასიტა კანკო, ნათქვამია: „ხაზს უსვამს საჭიროებას, აღმოიფხვრას პერსონალური ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, მათ შორის ოლიგარქების, ეკონომიკაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ევროკომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა შესრულდეს, ვიდრე საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“.

შესწორებულ ვერსიაში კი ვკითხულობთ: „ხაზს უსვამს საჭიროებას, აღმოიფხვრას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ევროკომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა შესრულდეს, ვიდრე საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეშფოთებულია ივანიშვილის მიერ შესრულებული როლით საქართველოს პოლიტიკაში, განსაკუთრებით მიმდინარე ტენდენციით, ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებზე წარადგინოს ახლო მოკავშირეები, რომელთა დახმარებითაც ის ინარჩუნებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე კონტროლის მაღალ დონეს. ეს ეხება მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებს. ღრმად არის შეშფოთებული ივანიშვილის კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, შესაბამისად, იმეორებს ევროკავშირის საბჭოსადმი და ტრანსატლანტიკური საბჭოსადმი მოწოდებას, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორც პირისთვის, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი არსებულ უკუსვლაზე დემოკრატიაში, მედიის თავისუფლებასა და რუსეთთან არაორაზროვან ურთიერთობაზე“.

რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიაში, რომლის ავტორებიც არიან, პეტრას აუსტრევიჩიუსი, ნატალი ლუაზო, ურმას პაეტი, რამონა სტრუგარიუ, კლემენ გროშელი, ხავიერ ნარტი, ვკითხულობთ: „ხაზს უსვამს საჭიროებას, აღმოიფხვრას პერსონალური ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, მათ შოირს ოლიგარქების, ეკონომიკაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ევროკომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა შესრულდეს, ვიდრე საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.“

შესწორებულ ვერსიაში კი ნათქვამია: „ხაზს უსვამს საჭიროებას, აღმოიფხვრას პერსონალური ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, მათ შორის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ყოვლისმომცველი კონტროლი მთავრობაზე, ეკონომიკაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ევროკომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა შესრულდეს ვიდრე საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“.

ამასთან, რეზოლუციის თავდაპირველი ვერსია, რომლის ავტორები არიან ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიანე, მირიამ ლექსმანი, ვლადმირ ბილიჩიკი, მიხაელ გალერი, „ხაზს უსვამს საჭიროებას, აღმოიფხვრას პერსონალური ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, მათ შორის ოლიგარქების, ეკონომიკაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ევროკომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა შესრულდეს, ვიდრე საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“.

შესწორებულ ვერსიაში ვკითხულობთ: „ხაზს უსვამს საჭიროებას, აღმოიფხვრას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ინტერესების გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ევროკომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა შესრულდეს, ვიდრე საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“.

რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიაში, რომლის ავტორები არიან ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე, წერია: „ხაზს უსვამს საჭიროებას, აღმოიფხვრას პერსონალური ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, მათ შორის ოლიგარქების, ეკონომიკაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ევროკომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა შესრულდეს, ვიდრე საქართველო მიიღებს  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“.

შესწორებულ ვარიანტში კი აღნიშნულია: „ხაზს უსვამს საჭიროებას, აღმოიფხვრას პერსონალური ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, მათ შორის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, ეკონომიკაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ევროკომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა შესრულდეს, ვიდრე საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“.

ამასთან, რეზოლუციის შესწორებაში, რომლის ავტორები არიან მირიამ ლექსმანი, ვლადიმირ ბილიჩიკი, მიხაელ გალერი, რასა იუკნევიჩიანე, ანდრიუს კუბილიუსი, წერია: „კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში შესრულებული დესტრუქციული როლის გამო და კონტროლის იმ დონის გამო, რომელიც მას აქვს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ეს ეხება პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. ღრმად არის შეშფოთებული ივანიშვილის გამოვლენილი პერსონალური და ბიზნეს კავშირებით კრემლთან, რომელიც განსაზღვარას საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების საკითხზე. მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანაქციების დაწესება, მისი როლისთვის პოლიტიკური პროცესის გაურესებაში“.

გარდა ამისა, რეზოლუცია მოიცავს მირიამ ლექსმანის, რასა იუკნევიჩიანეს, მიხაელ გალერის, ანდრიუს კუბილიუსის, ვლდაიმირ ბილიჩიკის ავტორობით შესწორებას, რომელშიც „გამოხატულია წუხილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გადადებაზე მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ 2020 წელს გააუქმა პროექტის კონტრაქტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. „ღრმად არის შეშფოთებული „პანამას დოკუმენტებში“ მხილებული ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციებით ანაკლიის კონკურენტ ფოთის პორტის პროექტში და გადამწყვეტ პროექტებში პერსონალური ინტერესების გავლენის შედეგით, ისევე როგორც მთლიანობაში ინვესტორების ნდობით საქართველოსადმი“, – აღნიშნულია ტექსტში.

ამავდროულად, ევროპარლამენტარების, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მიხაელ გალერის, დავიდ ლეგას, რასა იუკნევიჩიენეს, ანდრიუს კუბილიუსის მიერ ინიცირებულ შესწორებაში ნათქვამია: „რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ მოითხოვს ერთიანობასა და სოლიდარობას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან; მიესალმება უკრაინის მხარდასაჭერად ქართული საზოგადოების მტკიცე პასუხს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა პოლიტიკური დაინტერესებული მხარის პოლიტიკურ თანხვედრას ევროკავშირის პოზიციებთან ამ მნიშვნელოვან საკითხზე, ქვეყნის ევროპული ამბიციების შესაბამისად“.

ასევე, შესწორებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ მოითხოვს ერთიანობასა და სოლიდარობას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან; მიესალმება უკრაინის მხარდასაჭერად ქართული საზოგადოების მტკიცე პასუხს; მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა პოლიტიკური დაინტერესებული მხარის პოლიტიკურ თანხვედრას ევროკავშირის პოზიციებთან ამ მნიშვნელოვან საკითხზე, ქვეყნის ევროპული ამბიციების შესაბამისად“.

ამასთან, რეზოლუციის შესწორება, რომლის ავტორები არიან ანა ფოტიგა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, ასიტა კანკო, მოიცავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, „განიხილონ, რომ სანქციების ერთობლივი დაწესება რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც შემოიჭრა საქართველოში, უკრაინაში და ოკუპირებულია მათი ტერიტორიების 20 პროცენტი, წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას, საბოლოოდ გაწყვიტოს ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, განსაკუთრებით სავაჭრო და ეკონომიკური დამოკიდებულების თვალსაზრისით; მოუწოდებს ევროკავშირს და საქართველოს, სრულად გამოიყენონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და მომავალი გაწევრიანების წინა ფონდების პოტენციალი, რათა შეარბილონ ასეთი ცვლილების/ტრანზიტის უარყოფითი შედეგები; ერთდროულად გამოხატავს თავის შეშფოთებას, რომ რუსული ორგანიზაციების მზარდმა რაოდენობამ, რომლებიც საქართველოში გადავიდნენ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შეიძლება, გამოიწვიოს დიამეტრულად საპირისპირო ეფექტი და ძირი გამოუთხაროს ასოცირების შეთანხმებაში გაწერილ ძალისხმევას; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაზარდოს კონტროლი ქვეყანაში რუსული ფულის ნაკადებზე და ინვესტიციებზე და შეუერთდეს ევროკავშირის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ძალისხმევას“.

პეტრას აუსტრევიჩიუსი, ნატალი ლუაზოს, ურმას პაეტის, რამონა სტრუგარიუს, კლემენ გროშელის შესწორებაში ვკითხულობთ: „ხაზს უსვამს რუსეთის მიმართ, როგორც უკრაინის წინააღმდეგ არაპროვიცირებული და უკანონო ომის შედეგად დაწესებულ ევროკავშირის სანქციებთან საქართველოს შეერთების მნიშვნელობას, აღნიშნავს ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინებას, მათ შორის 7 500 რუსული კომპანიის რეგისტრაციას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სიფრთხილის ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ სუბიექტებს არ შეეძლოთ სანქციების გვერდის ავლა და პუტინის კრიმინალური რეჟიმის მხარდაჭერა“.