რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, რომლებიც ილონ მასკის შესახებ წერდნენ, „ტვიტერში“ ანგარიში დაუბლოკეს
რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, რომლებიც ილონ მასკის შესახებ წერდნენ, „ტვიტერში“ ანგარიში დაუბლოკეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
დაბლოკილებს შორის არიან „ნიუ იორკ თაიმსის“, „სიენენისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტები.
როგორც „ტვიტერის“ პრესსპიკერმა განმარტა, ანგარიშების დაბლოკვა სხვა ადამიანების ადგილსამყოფელისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის ლაივრეჟიმში გაზიარების ფაქტს უკავშირდება.
როგორც „ტვიტერის“ უსაფრთხოებისა და ნდობის საბჭოში განაცხადეს, რამდენიმე დღის ახალი წესები წინ ამოქმედდა, რომლებიც „ტვიტერში სხვა ადამიანების გადაადგილების მარშრუტების გავრცელებას კრძალავს.
„ტვიტერში“ განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში წესები ვრცელდება ჟურნალისტებზეც.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ტვიტერმა“ დაბლოკა ერთ-ერთი ანგარიში, რომელიც, საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, სოციალური ქსელის მფლობელის, ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა.
თავად მილიარდერმა განაცხადა, რომ ამ ანგარიშის მფლობელს, 20 წლის ჯეკ სვინის სასამართლოში უჩივლებს.