რაინერ როტფუსი - ევროკავშირის კანდიდატ საქართველოს იარაღს აბჯენთ, რითაც აგრძელებთ გეოპოლიტიკურად მოტივირებული ფატალური კრახის კურსს ევროპისა და ევრაზიისთვის
ევროკავშირის კანდიდატ საქართველოს იარაღს აბჯენთ, რითაც განაგრძობთ გეოპოლიტიკურად მოტივირებული ფატალური კრახის კურსს ევროპისა და ევრაზიისთვის, – ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა, რაინერ როტფუსმა ბუნდესტაგის სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის სატყუარით უკრაინა ხაფანგში იყო ჩათრეული და 2014 წლის მაიდანის გადატრიალებით, შეწყდა ევროკავშირის ყოფილი მშვიდობის პროექტის ბოროტად გამოყენება.
„ამპელის“ მიერ წარდგენილი წინადადებით ევროკავშირის კანდიდატ საქართველოს იარაღს აბჯენთ, რითაც განაგრძობთ წმინდა გეოპოლიტიკურად მოტივირებული ფატალური კრახის კურსს ევროპისა და ევრაზიისთვის. მოაგვარეთ ევროკავშირის კრიზისული პრობლემები, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთის დაპყრობის პოლიტიკას აწარმოებდეთ. ევროკავშირის სატყუარით უკრაინა ამ ხაფანგში უკვე ჩაითრიეთ და 2014 წლის მაიდანის გადატრიალებით, შეწყვიტეთ ევროკავშირის ყოფილი მშვიდობის პროექტის ბოროტად გამოყენება, როგორც ვაშინგტონის გეოპოლიტიკური იერიში მოსკოვის წინააღმდეგ. თქვენი პრიმიტიული მეგობარი-მტრის სქემითა და თქვენი სანქციებით ევროპას საკმარისი ზიანი მიაყენეთ, ამით არა რუსეთის, არამედ გერმანიის ეკონომიკა გაანადგურეთ. ქალბატონო ანალენა ბერბოკ და „ამპელის“ კოლეგებო, ნუ ჩაერევით საქართველოს შიდა საქმეებში, ის უნდა იყოს ნეიტრალური ხიდი ჩვენს ორმაგ კონტინენტზე, ევრაზიაში, სადაც 5 მილიარდი მოსახლეა“, – განაცხადა რაინერ როტფუსმა.