„რაინეარის“ დუბლინი-კრაკოვის რეისის თვითმფრინავმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო, დღეს, გამთენიისას გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საავარიო დაშვება განახორციელა.
ბერლინის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, სამართალდამცავებმა ბორტის სრული შემოწმება უკვე დაასრულეს, მაგრამ საფრთხე ვერ აღმოაჩინეს.
„ბორტის მგზავრები პოლონეთის მიმართულებით ფრენას სხვა თვითმფრინავით განაგრძობენ“, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.