„რაინეარის“ თანამშრომლებმა უკეთესი პირობების მოთხოვნით გაფიცვა გამოაცხადეს
„რაინეარის“ მგზავრებს საშობაოდ დაგეგმილ მოგზაურობებში ხელი შეეშლებათ. ავიაკომპანიის თანამშრომლებმა და პილოტებმა უკეთესი პირობების მოთხოვნით გაფიცვა გამოაცხადეს.
ირლანდიაში, 79 პილოტი, რომლებიც დუბლინიდან დაფრინავენ, ერთი დღით, 20 დეკემბერს გაიფიცება.
ავიაკომპანია, რომელიც არც ერთი კავშირის წევრი არ არის, აცხადებს, რომ ისინი დუბლინში პილოტების 28%-ს წარმოადგენენ.
გაფიცვას გეგმავენ „რაინეარის“ ეკიპაჟები იტალიაშიც. აქ პილოტებმა ფრენების გაუქმება 15 დეკემბრისთვის გადაწყვიტეს.
გასულ კვირას ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ იტალიელების ქმედებებს ყურადღებას არ მიაქცევდნენ.
წინასაახალწლოდ გაფიცვას ასევე გეგმავენ პორტუგალიასა და გერმანიაში მოქმედი „რაინეარის“ ეკიპაჟებიც.