რაგბი - უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს
უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი უორენ გეტლენდი აცხადებს, რომ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ თანამდებობის დატოვებას აპირებს და რამდენიმე შეთავაზება სხვადასხვა გუნდებისგან უკვე მიიღო.
ახალზელანდიელს არაფერი დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ ამ შეთავაზებებს შორის ინგლისის ეროვნული გუნდისგან არცერთი არ ყოფილა.
„ინგლისთან საერთოდ არ მილაპარაკია. ვფიქრობ, მათ უკვე რამდენჯერმე განაცხადეს ნათლად, რომ არანაირ განცხადებას ამასთან დაკავშირებით არ გააკეთებენ, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი არ დასრულდება“, – განაცხადა გეტლენდმა.
შეგახსენებთ, რომ უორენ გეტლენდის ხელმძღვანელობით უელსის ეროვნული გუნდი წელს ექვსი ერის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კი ავსტრალიას, საქართველოს, ფიჯისა და ურუგვაის ეთამაშება.