ირლანდიის ნაკრების მორკინალი შონ ო’ბრაიენი მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის მიზეზი ბარძაყის ტრავმაა, რომლის შედეგად სპორტსმენს ექვსი თვით მოუწევს დასვენება.
სარაგბო კლუბმა „ლინსტერმა“, რომლის ღირსებასაც ო’ბრაიენი იცავს, ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მორაგბეს მალე ოპერაცია ჩაუტარდება.
შაბათს, 25 მაისს, ო’ბრაიენმა პრო14-ის თასი აღმართა, მას შემდეგ, რაც „ლინსტერმა“ „გლაზგო“ ანგარიშით 18:15 დაამარცხა.
ირლანდიის ნაკრებში ო’ბრაიენს დებიუტი 2009 წელს ჰქონდა და მას შემდეგ ეროვნულ გუნდში 56 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სარაგბო ჩემპიონატი წელს იაპონიაში, 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება.