რაგბი | „შავმა ლომმა“ სამხრეთ ამერიკაში პირველი მატჩი ჩაატარა და არგენტინული გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში იმყოფება. სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში ქართულმა გუნდმა 8 აპრილს პირველი თამაში სამხრეთ ამერიკის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერის, არგენტინული „დოგოს XV“-ის წინააღმდეგ ჩაატარა და დიდი ანგარიშით მოიგო – 75:19
ქართველმა მორაგბეებმა მატჩის ბედი, ფაქტობრივად, შეხვედრის პირველივე ნახევარში გადაწყვიტეს, მეტოქეს რვა ლელო დაუდეს, ყველა შედეგიანად გარდასახეს და ტაიმი 56:0 მოიგეს. ქართველთაგან თავი გამოიჩინეს მიხეილ გაჩეჩილაძემ (2), თენგიზ ზამთარაძემ, ოთარ ლაშხმა, თენგიზ პერანიძემ, მიხეილ ბაბუნაშვილმა, მირიან მოდებაძემ და თორნიკე აქუბარდიამ, რვავე ლელო შედეგიანად ლუკა მატკავამ გარდასახა.
მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა კიდევ სამი ლელოს დადება მოახერხეს, პირველ შემთხვევაში ლაშა ხმალაძემ იყოჩაღა. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ მოედანს სოსო მათიაშვილი დაუბრუნდა – ერთი ლელო სწორედ მის ანგარიშზეა. საპასუხოდ არგენტინელებმა სამჯერ შეძლეს ლელოს დადება.
მატჩის მიწურულს ქართველების კიდევ ერთი შეტევა დემე თაფლაძემ ლელოთი დაასრულა, საბოლოოდ „შავმა ლომმა“ მეტოქეს 11 ლელო დაუდო (რომელთაგან ცხრა ლუკა მატკავამ, ერთი კი ბაბუნაშვილმა გარდასახა) და 75:19 მოიგო.
სამხრეთამერიკულ ტურნეში „შავი ლომის“ დარჩენილი მატჩების განრიგი:
14 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“
22:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „სელკნემი“ (ჩილე)
22 აპრილი | ბუენოს აირესი. „კასა პუმასი“
01:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „პამპასი“ (არგენტინა)
29 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“
01:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „სუდამერიკა რაგბი XV“
6 მაისი | მონტევიდეო. „შარუა“
22:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „პენაროლი“ (ურუგვაი)
ფოტოები რაგბის კავშირის ფეისბუკის გვერდიდან