საქართველოს 2023/24 წლების ჩემპიონატი რაგბიში 8 სექტემბერს დაიწყება.
„დიდი 10“-ის მომავალ სეზონში შვიდი ქალაქის გუნდი მიიღებს მონაწილეობას: რუსთავის „ხარები“, ბათუმის „ბათუმი“, თბილისის „ლელო-სარასენსი“, „ხვამლი“ და „აკადემია“, ქუთაისის „აია“ და „არესი“, ბოლნისის „ყოჩები“, სტეფანწმინდის „ყაზბეგი“, ოზურგეთის „არწივები“.
პირველი ტურის მატჩები 8-10 სექტემბერს გაიმართება:
„არწივები“ – „ხარები“
„აკადემია“ – „ბათუმი“
„ხვამლი“ – „ლელო“
„ყაზბეგი“ – „აია“
„არესი“ – „ყოჩები“
26-27 აგვისტოს დუბლშემადგენლობების ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც ექვსი გუნდი მონაწილეობს.
პირველ ტური:
„აია“ – „ლელო“
„არესი“ – „ხვამლი“
„ყოჩები“ – „ბათუმი“.
15-17 სექტემბრს პირველი ლიგის გათამაშება აიღებს სტარტს. დიდი 10-ის მსგავსად, აქაც ათი გუნდი ითამაშებს: „ლოკომოტივი“ (თბილისი), „არმია“ (თბილისი), „ტაო“ (სამცხე-ჯავახეთი), „არმაზი“ (მარნეული), „ვეფხვები“ (პატარძეული), „გორი“ (გორი), „ბაგრატი“ (ქუთაისი), „მათე“ (ჭიათურა), „იუნკერები“ (თეთრიწყარო), „დინოზავრი“ (წყალტუბო).
1-ელ სექტემბერს სეზონი რეგიონულ ლიგაშიც გაიხსნება. აღმოსავლეთის ზონაში ათი გუნდი ითამაშებს, დასავლეთისაში კი – შვიდი.
აღმოსავლეთი: „ბორჯომი“ (ბორჯომი), „რუსთავი“ (რუსთავი), „წიქარა“ (თბილისი), „სოხუმი“ (თბილისი), „გარდასახვა“ (თბილისი), „პატარძეული“ (პატარძეული), „ჭადარი“ (თელავი), „არაგველები“ (თბილისი), „ლაშარი“ (თბილისი), „ივერიელი“ (თბილისი).
დასავლეთი: „კოლხი რაინდები“ (ფოთი), „ფენიქსი“ (სამტრედია), „აიეტი“ (ვანი), „მეკობრეები“ (ბათუმი), „ჯანი“ (ჩოხატაური), „რაგბის კლუბი ზუგდიდი“, „ფირალები“ (ქედა).