რაგბი | ქუთაისის „აია“ საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა #1TVSPORT
რაგბი | ქუთაისის „აია“ საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა #1TVSPORT

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის (დიდი 10) ფინალში ქუთაისის „აიამ“ თბილისის „ლელო“ 19:3 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა.

ქუთაისელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს – ანგარიში გიორგი ბაბუნაშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით გახსნა. შეხვედრის პირველი ლელო გიორგი ქიმუცაძემ გაიტანა (ბაბუნაშვილის გარდასახვა არაზუსტი გამოდგა), ტაიმის მიწურულს ბაბუნაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა დაარტყა ზუსტად, რასაც „ლელომ“ ირაკლი ყიასაშვილის ჯარიმით უპასუხა და პირველი ნახევარი „აიამ“ 11:3 მოიგო.

მეორე ტაიმში „ლელო“ თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ მათ შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია. ქუთაისელთაგან კი ამირან შვანგირაძემ მეორე ლელო დადო, გიორგი ბაბუნაშვილმა კი ზუსტად დაარტყა არეკნი და საბოლოოდ „ლელომ 19:3 მოიგო.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ „აიას“ ცხრა ნომერი ნოდარ დოლიძე დასახელდა.