რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ბორჯღალოსნები რუმინელებს დაუპირისპირდებიან
დღეს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ბორჯღალოსნები რუმინელ მორაგბეებს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ფინალური შეხვედრისთვის 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
რუმინეთთან კვლავ ძირითად შემადგენლობაშია ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, ხოლო სოსო მათიაშვილი კი ფრთაზე ითამაშებს.
ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობა ასეთია –
შერკინება:
1. ნარიაშვილი 2. მამუკაშვილი 3. ჩილაჩავა
4. ნემსაძე (კ) 5. ჭეიშვილი
6. თხილაიშვილი 7. კოლელიშვილი
8. ლომიძე
უკანა ხაზი:
9. ლობჟანიძე 10. ხმალაძე
12. კვესელაძე 13. კაჭარავა
11. მათიაშვილი 14. სიჭინავა
15. კვირიკაშვილი
მარქაფა: 16. ალხაზაშვილი, 17. ასიეშვილი, 18. მელიქიძე, 19. სუთიაშვილი, 20. გაჩეჩილაძე, 21. აფრასიძე, 22. მალაღურაზე, 23. თოდუა
შეხვედრა 16:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.