რაგბი | ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები პირველ მატჩს შოტლანდიასთან გამართავს - მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები 30 მარტს, 14 საათზე იტალიის ქალაქ პარმაში 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის გახსნით მატჩში შოტლანდიას ეთამაშება.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ამ მატისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, 18-წლამდელთა ფესტივალზე შეცვლები ულიმიტოა და უკვე შეცვლილ მოთამაშეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოედანზე დაბრუნება, განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე ფესტივალის ფარგლებში გასამართი სამი თამაშიდან, მინიმუმ, ერთში სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს.
იტალიაში ჩასვლამდე საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო მატჩი საფრანგეთში „ლიონის“ თანატოლთა გუნდთან გამართა და 36:7 გაიმარჯვა.
ექვსი ერის ფესტივალზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“, შოტლანდიის გარდა, საფრანგეთს (3 აპრილი) და ინგლისს (7 აპრილი) ეთამაშებიან.
საქართველო:
ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 13. იოანე ბასილაია (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. დათა ახვლედიანი (ლელო), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);
შერკინება: 1. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 2. ანრი შველიძე (ბრივი), 3. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 4. დავით ბარამია (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ლელო).
მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), 18. ნიკა კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 19. გიორგი მეფარიშვილი (აია), 20. იკა კვარაცხელია (ლელო), 21. დავით წიკლაური (ხვამლი), 22. ლუკა თვაური (ხვამლი), 23. საბა შარვაშიძე (აია), 24. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 25. გიორგი არძენაძე (ჩაქვი), 26. თორნიკე ტორაძე (აია).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი
3 აპრილი
უელსი – პორტუგალია
შოტლანდია – ინგლისი
საქართველო – საფრანგეთი
იტალია – ირლანდია
7 აპრილი
პორტუგალია – ირლანდია
საფრანგეთი – უელსი
ინგლისი – საქართველო
შოტლანდია – იტალია