რაფაელ ნადალმა ზედიზედ 42-ე სეტი მოიგო
რაფაელ ნადალმა ზედიზედ 42-ე სეტი მოიგო

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა ბარსელონას ტურნირის ნახევარფინალამდე გააღწია.

ნადალმა მორიგი შეხვედრა სლოვაკი მარტინ კლიჟანის წინააღმდეგ მოიგო. პირველ პარტიაში რაფამ „მშრალი“ ანგარიშით მოახერხა მოგება, მაგრამ მეორე სეტში ძალიან გაუჭირდა – კლიჟანი, რომელიც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა და პირველ წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, ბრეიკით იგებდა 5:4-ს და სამი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ნადალმა ყველა საფრთხე მოიგერია და საბოლოოდ, 6:0, 7:5 გაიმარჯვა.

ნადალმა ზედიზედ მე-17 მატჩი და 42-ე სეტი მოიგო გრუნტის საფარზე. ამ შთამბეჭდავი სერიისას, ესპანელმა პირველად დათმო სეტში ოთხზე მეტი გეიმი.

ნახევარფინალში რაფაელის მეტოქე ბელგიელი დავიდ გოფენი იქნება.