მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი პარიზის “მასტერსზე” თამაშის გაგრძელებას ვერ ახერხებს. ესპანელმა ჩოგბურთელმა, მუხლის ტრავმის გამო, სერბი ფილიპ კრაინოვიჩის წინააღმდეგ მეოთხედფინალური მატჩის თამაში ვერ შეძლო. ნადალს ეს ტრავმა პაბლო კუევასთან მატჩის წინა წრეში გაურთულდა.
„ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება და ნაღვლიანი სიტუაციაა. რაც შემეძლო, ყველაფრის გაკეთება ვცადე, მაგრამ გუშინდელმა პროცედურებმა არ მიშველა. ფიზიკურად ვერ შევძლებდი პარიზში კიდევ სამი მატჩის თამაშს“, – განაცხადა ნადალმა პრესკონფერენციაზე.
კითხვას როგორ აფასებს ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამოსვლის შანსებს, ესპანელმა უპასუხა: „გავაკეთებ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პერსპექტივა“.
რაფაელ ნადალმა, პარიზის “მასტერსზე” პირველი მატჩის მოგების შემდეგ, 2017 წლის პირველი ნომრის რანგში დასრულება გაინაღდა.