რაფაელ ნადალი ინდიან უელსისა და მაიამის "მასტერსებს" გამოტოვებს
რაფაელ ნადალი ინდიან უელსისა და მაიამის "მასტერსებს" გამოტოვებს

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ მარტში გასამართ ორ “მასტერსში” – ინდიან უელსსა და მაიამიში არ ითამაშებს.

“დიდი სლემის” ტურნირების 16-გზის ჩემპიონმა ეს გადაწყვეტილება ბარძაყის ტრავმის გამო მიიღო.

“სამწუხაროდ, აკაპულკოს ტურნირის სტარტამდე გავირთულე იგივე ტრავმა, რომელიც მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობაზე მივიღე. ჩემთვის რთული იყო აკაპულკოზე უარის თქმა. ასევე გამიჭირდა ინდიან უელსიდან და მაიამიდან განაცხადების გამოტანა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ტურნირებზე 2019 წელს დავბრუნდე” – დაწერა ნადალმა “ფეისბუქზე”.