რაფაელ ნადალი ესპანეთის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა
რაფაელ ნადალი ესპანეთის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა უდიდეს აღიარებას მიაღწია სამშობლოში. გაზეთ AS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ნადალი გახდა ესპანეთის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი ბოლო 50 წლის განმავლობაში.

31 წლის ჩოგბურთელი „დიდი სლემის“ ტურნირების 16-გზის ჩემპიონია. მან აგრეთვე ერთეულებში ATP-ის 75 ტიტული მოიგო და თითო ოლიმპიური ოქრო მოიპოვა ერთეულთა და წყვილთა თანრიგში.

გამოცემა AS-მა ეს ჯილდო თავისი დაარსების 50 წლისთავთან დაკავშირებით დააწესა. აღნიშნავენ, რომ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია ესპანეთის მეფისა და დედოფლის მონაწილეობით მადრიდში 4 დეკემბერს გაიმართება.