ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ უარს ამბობს ცინცინატის “მასტერსში” მონაწილეობაზე.
“სამწუხაროა, მაგრამ იძულებული ვარ, წელს არ ვითამაშო ცინცინატიში. მიზეზი ისაა, რომ აუცილებლად უნდა ვიფიქრო ჩემს ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე, რათა ისევე ჯანმრთელი ვიყო, როგორც დღეს. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მეგობრის, ცინცინატის ტურნირის დირექტორის ანდრე სილვასი, რომელსაც ესმის ჩემი სიტუაცია.
უნდა მიმეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მინდა ვითამაშო, მაქსიმალურად ბევრ ტურნირში მივიღო მონაწილეობა, რადგან ჩოგბურთი ძალიან მიყვარს. მაგრამ, ხანდახან, ჩემი სხეული მიუთითებს იმაზე, რომ პაუზა უნდა ავიღო. აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, ასევე გველოდება დევისის თასის ნახევარფინალი”, – განუცხადა ATP-ის პრესსამსახურს ნადალმა.