რადოსლავ სიკორსკიმ რომის პაპს მიმართა - რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის ახლა პუტინს მოუწოდოთ, გამოიჩინოს გამბედაობა და გამოიყვანოს სამხედროები უკრაინიდან?
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი რომის პაპის განცხადებას ეხმაურება.
სიკორსკის შეფასებით, ახლა პაპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უნდა მოუწოდოს უკრაინიდან საუკუპაციო ჯარების გაყვანაზე.
„რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის ახლა პუტინს მოუწოდოთ, გამოიჩინოს გამბედაობა და გამოიყვანოს თავისი სამხედროები უკრაინიდან?“, – წერს სიკორსკი სოციალურ ქსელში.
სიკორსკი ასევე აღნიშნავს, რომ თუ პუტინი უკრაინიდან ჯარებს გამოიყვანს, მაშინ მშვიდობა მოლაპარაკებების საჭიროების გარეშე დადგება.
რომის პაპმა, ფრანცისკემ შვეიცარიული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა.
„მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი არის ის, ვინც სიტუაციას უყურებს, ფიქრობს ხალხზე, „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა აქვს და აწარმოებს მოლაპარაკებებს. სიტყვა „მოლაპარაკებები“ ვაჟკაცური სიტყვაა. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე არ მიდის კარგად, უნდა გქონდეს მოლაპარაკებების წარმოების გამბედაობა“, – განაცხადა რომის პაპმა.