რადოსლავ სიკორსკი - ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა მივცეთ საშუალება, რომ შეცვალოს პუტინის გათვლები, ამისთვის საჭიროა ფინანსები
ზელენსკის უნდა მივცეთ საშუალება, რომ შეცვალოს პუტინის გათვლები, ამისთვის საჭიროა ფინანსები, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე უკრაინის პრეზიდენტის „გამარჯვების გეგმის“ შესახებ, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კვირაში წარუდგენს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ არ სურდა სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რას შეიცავს ეს გეგმა. თუმცა, მისივე თქმით, გამარჯვების გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ კიევს მეტი ფინანსური დახმარება გაუწიონ თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად.
„პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მივცეთ საშუალება, რომ შეცვალოს პუტინის გათვლები, და ამის საშუალება არის ფინანსები. უკრაინას აქვს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრია, რომელიც არასაკმარისია და რამდენიმე მილიარდი დოლარი იქნება ხანგრძლივი გზა, რათა პუტინმა გააცნობიეროს, რომ ვერ გაიმარჯვებს“, – განაცხადა სიკორსკიმ.
მისივე თქმით, გამოსავალი იქნება, რომ ორივე ქვეყანამ გაიყვანოს ჯარები საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიღმა. სიკორსკის განცხადებით, ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა პუტინი გადაწყვეტს, რომ შეჭრა შეცდომა იყო და რომ ის თავის მიზნებს მისაღებ ფასად ვერ მიაღწევს.
„ის იქამდე ჯერ არ მისულა, მაგრამ მისი ეკონომიკა და მისი უნარი, ასობით ათასი რუსი სასიკვდილოდ გაგზავნოს, არ არის უსაზღვრო. თუ ჩვენ არ გავჩერდებით, ეს ომი შეიძლება დასრულდეს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზღვრების აღდგენით“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.