რადოსლავ სიკორსკი - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ
რადოსლავ სიკორსკი - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ

რუსეთის თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

„უკრაინაზე ბოლო თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან ვერ შექმნას ახალი იარაღი კონტრაბანდული კომპონენტებით და კიევისთვის რაკეტების მიცემით, რაც საშუალებას მისცემს, გაანადგუროს სამეთაურო ცენტრები“, – წერს სიკორსკი სოციალურ ქსელში.

2 იანვარს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინაში სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან 72 განადგურდა.

რუსეთის ფედერაციის მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დასავლეთის ქვეყნების რეაქციას და გადამწყვეტ ზომებს ელოდება.