რადოსლავ სიკორსკი - მომავალ წელს პოლონეთი მთლიანი შიდა პროდუქტის ხუთ პროცენტს თავდაცვაზე დახარჯავს
პოლონეთი მომავალ წელს მშპ-ის 5%-ს თავდაცვაზე დახარჯავს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
“ბლუმბერგთან” საუბრისას, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი ახლა უფრო მეტს ხარჯავს თავდაცვაზე, ვიდრე ნატო-ს რომელიმე სხვა ქვეყანა მისი მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციულად.
„ახლა პოლონეთი ხარჯავს ოთხ პროცენტს, მომავალ წელს კი ხუთამდე გაზრდის. ჩვენ ვართ პირველები ნატო-ში, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, რადგან ცივი ომის შემდეგ ჩვენ აღარ ვართ მუდმივი მშვიდობის ეპოქაში“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიკორსკიმ ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ზეწოლას ნატოს ქვეყნებზე, რათა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.