რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ ისტორიულ დავებში ვარშავა კიევს ზედმეტ მოთხოვნებს არ უყენებს - ჯერ ნაადრევია ისტორიის მხოლოდ ისტორიკოსებისთვის დატოვება
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ ისტორიულ დავებში ვარშავა კიევს ზედმეტ მოთხოვნებს არ უყენებს.
სიკორსკის აზრით, ჯერ ნაადრევია „ისტორიის მხოლოდ ისტორიკოსებისთვის“ დატოვება.
ისტორიულ საკითხებში პოლონეთსა და უკრაინას შორის დავის ახალი გამწვავების შესახებ შეკითხვაზე რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ამ თემებზე პოლიტიკური სპეკულაციები უნდა შეწყდეს, მაგრამ ვოლინის ეთნიკური წმენდის დროს დაღუპულთა დაკრძალვა ქრისტიანული მოვალეობაა.
„ჩვენ არ გვინდა ამ თემით პოლიტიკის კეთება, მაგრამ პოლონეთისთვის ეს მწვავე პოლიტიკური საკითხია, რადგან ამ ტერიტორიების მთელი მოსახლეობა დეპორტირებული იყო თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე. ამ ხალხს ჰყავს ნათესავები, რომელთა გამო ისინი ხმას აძლევენ არჩევნებზე. ამიტომ ეს პოლიტიკური საკითხია. ამ ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლები ქრისტიანულად უნდა დაკრძალონ. მხოლოდ ამას ვითხოვთ“, – განაცხადა სიკორსკიმ.