რადოსლავ სიკორსკი - მინდა, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს უფლებამოსილება, რათა შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, აქ, ევროპაში სააკაშვილი გვახსოვს
რადოსლავ სიკორსკი - მინდა, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს უფლებამოსილება, რათა შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, აქ, ევროპაში სააკაშვილი გვახსოვს

მინდა, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს უფლებამოსილება, რათა შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, აქ, ევროპაში სააკაშვილი გვახსოვს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

ამასთან, სიკორსკიმ 26 ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრა.

„ჩვენ გვქონდა სამწუხარო დისკუსია საქართველოზე, რადგან საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადგინეს დარღვევები, საქართველოს პრეზიდენტმაც დაგმო არჩევნები და სანდო საარჩევნო ორგანიზაციებმაც, რომლებმაც ადრე ზუსტად იწინასწარმეტყველეს შედეგი, აღმოაჩინეს ცდომილება. ჩვენ ველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, მაგრამ საქართველოს სჭირდება, რომ გააკეთოს მეტი, რათა დაუბრუნდეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გზას. ასევე, მინდა, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს უფლებამოსილება, რათა შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ჩვენ არ ვერევით საქართველოს მართლმსაჯულებაში, მაგრამ აქ, ევროპაში ჩვენ სააკაშვილი გვახსოვს, როგორც საქართველოს მოდერნიზატორი და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება გათავისუფლებული ციხიდან“, – განაცხადა სიკორსკიმ.