რადოსლავ სიკორსკი - ამერიკელმა ხალხმა არჩევანი გააკეთა, რეგულარულ კონტაქტზე ვარ ორივე პარტიის უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან, პოლონეთის ლიდერობა მოწოდების სიმაღლეზე იქნება
რადოსლავ სიკორსკი - ამერიკელმა ხალხმა არჩევანი გააკეთა, რეგულარულ კონტაქტზე ვარ ორივე პარტიის უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან, პოლონეთის ლიდერობა მოწოდების სიმაღლეზე იქნება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

სიკორსკის თქმით, იგი რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან რეგულარულ კონტაქტზეა.

„ამერიკელმა ხალხმა არჩევანი გააკეთა. მე რეგულარულ კონტაქტზე ვარ ორივე პარტიის უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან. ევროპას სასწრაფოდ სჭირდება, მეტი პასუხისმგებლობა აიღოს თავის უსაფრთხოებაზე. ისტორიის ქარი კიდევ უფრო ძლიერად ქრის. პოლონეთის ლიდერობა მოწოდების სიმაღლეზე იქნება“, – განაცხადა სიკორსკიმ.