რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ უნგრეთი ევროკავშირში სულ უფრო იზოლირებულად გამოიყურება და მისი პოზიცია სხვა წევრ ქვეყნებს აღიზიანებთ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის თქმით, უნგრეთი ევროკავშირში სულ უფრო იზოლირებულად გამოიყურება და მისი პოზიცია სხვა წევრ ქვეყნებს აღიზიანებთ.
სიკორსკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო სხდომაზე უნგრეთის პოზიციას წევრი ქვეყნებისგან მხარდაჭერა არ მიუღია.
„უფრო მეტიც, ისინი იზოლირებულად გამოიყურებიან, როდესაც ევროპასთან ნავთობის მიწოდების საკითხზე სოლიდარობას ითხოვენ. ისინი ვერ იღებენ ამ სოლიდარობას, რადგან ძნელია მეგობრების შეძენა, როცა ეგოიზმით ხარ გამსჭვალული“,- ამბობს სიკორსკი.
სიკორსკიმ გაიხსენა, რომ ევროკავშირის საბჭოს ბოლო სხდომაზე ასევე იყო მსჯელობა იმაზე, უნგრეთის პრეზიდენტობის დროს თუ სად უნდა ჩატარდეს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ერთ-ერთი სხდომა, ბუდაპეშტში თუ ბრიუსელში.
„კომპრომისად მე შევთავაზე მისი ჩატარება უკრაინაში – ან ლვოვში, ან თუნდაც მუკაჩევოში, რასაც თავდაპირველად ენთუზიაზმით შეხვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეგახსენებთ, რომ პრეცედენტი უკვე შეიქმნა – ორი წლის წინ საბჭოს ეს სხდომა კიევში გაიმართა. თუმცა ჩვენი შეხვედრის დროს უნგრეთის მინისტრმა, როგორც ჩანს, სხვა ინსტრუქციები მიიღო დედაქალაქიდან და საბოლოოდ იძულებული გახდა, ვეტო დაედო ამ წინადადებისთვის“, – განაცხადა სიკორსკიმ.