რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ მხარს უჭერს წინადადებას, უკრაინამ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს წინადადებას, რომ უკრაინამ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს. ამის შესახებ რადოსლავ სიკორსკიმ „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსები თავს ესხმიან უკრაინის ელექტროქსელებს, მარცვლეულის ტერმინალებს, გაზის საწყობებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსეთი არ იყენებს ბირთვულ იარაღს, თუმცა, ამის გარდა, ის არანაირად არ ზღუდავს საკუთარ თავს. მუდმივი განცხადებები, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი, მხოლოდ წაახალისებს მოსკოვს, მოარგოს თავისი მტრული ქმედებები ჩვენ მიერ დაწესებულ მუდმივად ცვალებად შეზღუდვებს“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
მანამდე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად.