რადას თავმჯდომარის მოადგილე იური ლუცენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე, ოქსანა სიროიდი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იური ლუცენკოს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
უკრაინული სააგენტო Lb.ua-ს ცნობით, ამის შესახებ სიროიდმა რადას სხდომაზე განაცხადა.
„გამოსავალი მხოლოდ ერთია: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეუჩეროს იური ლუცენკოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილება და პარლამენტს მისი გათავისუფლების წინადადებით მიმართოს“, – განაცხადა რადას თავმჯდომარის მოადგილემ.
ვიცე-სპიკერის თქმით, 5 დეკემბერს რადაში სიტყვით გამოსვლისას იური ლუცენკომ თავისი არაპროფესიონალიზმი გამოავლინა.