ახალი ძალების მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმმა „ალფამ“ აიყვანა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ბატკივშინას“ წევრი იგორ ლუცენკო ავრცელებს.
„მარაზმის ქრონიკები. ამ წუთებში სააკაშვილი „ალფამ“ აიყვანა“ – წერს ლუცენკო სოციალურ ქსელში.
რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა, დავით საყვარელიძემ „ფეისბუქში“ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად, სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-თან „ალფას“ სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფებოდა. საყვარელიძე მხარდამჭერებს სასტუმროსთან შეკრებისკენ მოუწოდებდა.